მეტყველების განვითარებისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი

მეტყველების განვითრებისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი უნიკუმი

მეტყველების განვითარებისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი უნიკუმი — არის მაღალი კლასის სპეციალისტთა გუნდი ენისა და მეტყველების თერაპიის, ფსიქოლოგიის, ქცევითი (ABA) თერაპიის, ადაპტური ფიზიკური თერაპიის  სფეროში. ჩვენ უზრუნველვყოფთ ბავშვების რეაბილიტაციას მეტყველების შეფერხების,  დაგვიანებული ფსიქომოტორული განვითარების, მოტორული ალალიის, სენსორული ალალიის, სენსო-მოტორული ალალიის, დიზართრიის, რინოლალიის, დისლალიის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, ADHD, დისპრაქსიის, სმენითი და ვერბალური აგნოზიის, ლოგონევროზის 0 დან  16 წლამდე.

ჩვენი მუშაობის საფუძველია სხვადასხვა თერაპიული და სამედიცინო მიდგომების ალიანსი  ბავშვების  რეაბილიტაციაში და სოციალურ ადაპტაციაში. ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა, სარეაბილიტაციო პროგრამის კომპეტენტური აგება და რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული ტექნიკის ეფექტურობის მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს მეტყველების დაწყებაში და პათოლოგიური მეტყველების დარღვევებისგან თავის დაღწევაში.

რა დარღვევებთან ვმუშაობთ

რინოლალია

ტაქილალია

ბრადილალია

მოტორული ალალია

სენსორული ალალია

სენსო-მოტორული ალალია

დისფაზია

დისგრაფია

დისლექსია

ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი

აუტისტური სპექტრის აშლილობა

მეტყველების შეფერხება

განვითარების ეტაპების დაყოვნება

სელექტიური მუტიზმი

ხელმისაწვდომი მასალები

78 აქტივობა მეტყველების დაწყებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

ლოგობაღი ორიენტირებულია სოციალიზაციაზე და თანატოლებთან კომუნიკაციურ უნარების განვითარებაზე. ლოგობაღელები სწავლობენ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მულტიდისციპლინარული გუნდის შედგენილი განმავითარებელი პროგრამით. თუ თქვენი პატარა მიიღებს პერმანენტულ მონაწილეობას ჯგუფური მეცადინეობაში ამ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ ან შედეგი იქნება ძალიან გადავადებული. 

ჩვენს ცენტრში ვიყენებთ ქცევის გამოყენებითი ანალიზს (ABA), ენისა და მეტყველების თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, სენსორული ინტეგრაციის, არტ-თერაპიის პრინციპებს და პოზიტიური აღზრდის მიდგომებს. 

სწავლის დასაწყებად დაგჭირდებათ ფორმა 100 ოჯახის ექიმისგან და ნევროპათოლოგისგან, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი. 

ლოგობაღის დღის რუტინა შედგება შემდეგი ჯგუფური თერაპიებისგან (თითო თერაპია გრძელდება 45 წუთი და დასვენების დრო 10-15 წუთი): ენისა და მეტყველების, ქცევითი, არტი, კვებითი და ფიზიკური თერაპია, ასევე სენსორული აქტივობები, სიმღერა და ცეკვა, წიგნიერება, აკადემიური უნარები, სოციალური თამაშები და ა.შ. 

ლოგობაღში ერთ ჯგუფში სწავლობს 7 ბავშვი. 

ბავშვთან ერთად გასაუბრება საჭიროა იმისთვის,  რომ გავიცნოთ ბავშვი  და შევაგროვოთ ინფორმაცია მის შესახებ, სანამ სწავლის პროცესს შეუდგებით.

დიახ, თუმცა ბავშვის პირადი ინფორმაციის დაცვის  მიზნით კამერებთან წვდომა შეზღუდულია. 

თუ ბავავშვი არის 2 წლის ასაკის და ჯერ არ მეტყველებს.

 თუ 3 წლის ასაკში მეტყველებს, მაგრამ მისი მეტყველება არის მწირი, განსხვავდება მისი თანატოლების მეტყველებისგან.

თუ 3-4 წლის ასაკში «ამახინჯებს» სიტყვებს, ვერ წარმოთქვამს ბგერებს, მისი მეტყველება გაუგებარია და აგრამატული. 

თუ 5 წლის ასაკში ვერ წარმოთქვამს ბგერა «რ»-ს, ანაცვლებს სხვა ბგერებით ან საერთოდ «ტოვებს» მეტყველების დროს. 

თუ ბავშვის ქცევა ხშირად სოციალურად მიუღებელია, არ აქვს ფუნქციური თამაშის უნარი, არ მეტყველებს ან მისი მეტყველება მწირია/აგრამატულია, არ ესმის მიმართული მეტყველება, არ შემოდის თქვენთან დიალოგში და გპასუხობთ კითხვაზე-კითხვის გამეორებით, არ აქვს ჩამოყალიბებული კვებითი და თვითმოვლის უნარები, აქვს სოციალური უნარების დეფიციტი. 

თუ ბავშვს აქვს ემოციური რეგულაციის სირთულეები, შიშები, შფოთვა, დეპრესია, აკვიატებული აზრები და ქცევები. 

ჩვენი საკონტაქტო ნომერი

+995 551 362 444

+995 591 482 482

ჩვენი E-mail

Logobagi@gmail.com

ჩვენი მისამართია

თბილისი, გიორგი მიროტაძის ქ. 10